მიხეილ კობახიძის შესახებ გადაღებულ ფილმს რეჟისორის 80 წლის იუბილეზე აჩვენებენ
23 მარტს, 14:00 საათზე, „კინოს სახლის“ კინოდარბაზში, მიხეილ კობახიძის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „დაკარგული რვანახევარის“ ჩვენება გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჩვენება რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.
„დაკარგული რვანახევარი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის რეჟისორებიც ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური არიან. ფილმის სცენარი, ასევე, ლაშა ოთხმეზურს ეკუთვნის. პროდიუსერები ირაკლი სოლომანაშვილი და ვახო ვარაზი არიან. ფილმის ოპერატორია – დავით გოგილაშვილი.
“დაკარგული რვანახევარის” ჩვენების გარდა, 22 მარტს, მაყურებელი მიხეილ კობახიძის შემდეგ გახმაურებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც ნახავს: „ახალგაზრდა სიყვარულს“, „კარუსელს“, „ქორწილს“, „ქოლგას“, „მუსიკოსებს“, „გზაზე“.

მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქუჩა N2.