ალმანახ „ქართული ფსიქიატრიის ისტორიის“ (ნარკვევები) წარდგენა გაიმართება

22 მარტს, 19:00 საათზე, ეროვნული ბილიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ალმანახ „ქართული ფსიქიატრიის ისტორიის“ (ნარკვევები), წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ალმანახის შექმნის მიზანია, არ მიეცეს დავიწყებას ქართული ფსიქიატრიის სკოლის ისტორია, მისი მიღწევები, იმ ადამიანთა სახელები და ღვაწლი, რომლებმაც შექმნეს ამ სკოლის სახე, რომ არ დაიკარგოს დოკუმენტები, წერილები, მცირედი ჩანაწერებიც კი, რომლებიც ნათლად გვანახებს ვითარებას ქართული ფსიქიატრიის სხვადასხვა პერიოდში.
იდეას გამოეხმაურა მრავალი ადამიანი, რომლებიც დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მიუდგა ქართული ფსიქიატრიის დავიწყებული სახეებისა და მოვლენების აღდგენას. მოიძებნა მრავალი, უცნობი და დავიწყებული დოკუმენტი, შეგროვდა უამრავი ბიოგრაფიული და სამეცნიერო მასალა, შეიქმნა ფოტოსურათების უნიკალური ალბომი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები