ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს: თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, უბადრუკებო

0

„ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართული ოცნება“, ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გაგიჟდეს -, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო. მართლა რა გეშველებათ?!“ – ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ადა მარშანია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას “თვალს უპაჭუნებდა”. „არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და, პირველად ჩემს ცხოვრებაში, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა, იმას ვიტყვი, ისე ვარ გადავსებული ემოციებით. ბატონო კობახიძევ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით – თქვენ, გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?! აი, გულის სიღრმეში მაინც, თქვენს სინდისთან რომ მარტო დარჩებით. თქვენ რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით?! ამ პარლამენტში მართლაც ცუდი სმენადობაა და, გუშინდელი დღიდან, ვუსმენ ამ ჩვენს უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით. რაღაც “თვალის ჩაპაჭუნებაზე” ბრძანეთ – მე ყურადღებაც არ მიმიქცევია. მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ ამ ხმაურში, თურმე, რა გითქვამთ?! ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართული ოცნება“, ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გაგიჟდეს – შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო. მართლა რა გეშველებათ?!” – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი