გიგი უგულავა: შალვა შავგულიძე იქნება “პირველი მერცხალი”

0

„ქვეყანა შევიდა მძიმე ცვლილებების ეპოქაში – შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების “პირველი მერცხალი“, – ამის შესახებ გიგი უგულავამ “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ შალვა შავგულიძეს საზოგადოება კარგად იცნობს და არჩევნებში მასთან ერთად იბრძოლებს. “ჩვენი ბლოკის სახელით, მაქვს პატივი, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე საზოგადოებას წარვუდგინო ბატონ შალვა შავგულიძის კანდიდატურა. ჩვენი საზოგადოება მას კარგად იცნობს და დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებების ფონზე – ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანა შევიდა მძიმე ცვლილებების ეპოქაში – შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების “პირველი მერცხალი”. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. თანამშრომლობა მომავლის საფუძველია და ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც “ქართული ოცნება” ყოველდღიურად თესავს, უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ სწორედ მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებში მოხდეს ეს და მოხდება შალვა შავგულიძის გარშემო, მისი ბრძოლითა და ჩვენი, ყველას ერთობლივი თანადგომით”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი