ადა მარშანია თეა წულუკიანს: გუშინ, პარლამენტში, თქვენი “ნარცისობა” ვიხილეთ

0

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართა. მან მინისტრს შეახსენა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოს თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და, ზოგჯერ, უზრდელი ტონალობის გარეშე. მარშანიამ მინისტრის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში “ნარცისობა” უწოდა. „მე იმიტომ კი არ მითქვამს და შემიხსენებია თქვენთვის, რომ ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტში, რათა მესარგებლა, თურმე, ამ უნიკალურობით. ეს უნიკალური ტრაგედია და უბედურებაა ჩემს თავს, ქალბატონო თეა მინისტრო. თუ თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ, რაღაც, ერთი წლით – დარბოდით რუსთაველზე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ახლა ნამდვილად ზედმეტად ემოციური განცხადება გამომივიდა. ​თქვენ მე ჭკუაც რომ გასწავლოთ რაღაც საკითხებში, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან. მინდა, შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და, ზოგჯერ, უზრდელი ტონალობისა და პასუხების გარეშე, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის. გუშინ, აქ თქვენი “ნარცისობა” ვიხილეთ. თურმე, იუსტიციის დარგში თუ რამე მიღწევა ყოფილა, თქვენი დამსახურებაა. თუმცა, თქვენ თურმე კომპლიმენტის, შექებისა და კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ. რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი? ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე, გუშინ, თქვენ მთავარი გკითხეთ? აშკარად გამოჩნდა აქ, უკვე მერამდენეჯერ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ, წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ იმ უბედურებაში, რაც მივიღეთ ჩვენ ამ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ხელებს იბანთ ჩვენ თვალწინ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი