სნოუდენი: ნაციონალური უშიშროების სამინისტრომ გერმანიის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება დაარღვია
,,მე ვიცი, როდის წვებით დასაძინებლად და ვისთან ერთად“, – განაცხადა ამერიკის სპეცსამსახურის ექსთამნამშრომელმა გერმანულ ჟურნალ Stern-თან საუბრისას. იგი დარწმუნებულია, რომ ბუნდესტაგის კომისიისთვის, რომელიც ნაციონალური უშიშროების სააგენტოს საქმიანობით არის დაკავებული, ფასეული ინფორმაციის მოპოვებას შეძლებს.
,,დაირღვა გერმანიის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება“, -აცხადებს სნოუდენი. ნაციონალური უშიშროების სააგენტო ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით გერმანიის მოქალაქეებზე თვალთვალს ახორციელებს.
,,მე, პირადად, ვხელმძღვანელობდი ინფორმაციების მოპოვებას, ანალიტიკურ ოპერაციებს და ამისთვის ვიყენებდი სისტემებს, რომლებიც ამ ინფორმაციებს მსხვილი მასშტაბებით მოიპოვებდა“, – აცხადებს სნოუდენი. ინტერნეტის მომხმარებელთა დატოვებული კვალის მიხედვით, კარგი ანალიტიკოსი ამ ადამიანებზე ნებისმიერ ინფორმაციას მოიპოვებს- სად ცხოვრობენ, ვის აძლევენ არჩევნებში ხმას, ვისთან აქვთ ახლო ურთიერთობა, აღნიშნავს ნაციონალური უშიშროების სააგენტოს ყოფილი პროგრამისტი. ,,როდესაც მე სხვადასხვა მონაცემის ანალიზს ვაკეთებ, არა მარტო იმას ვიგებ, როდის დაწექით ლოგინში, არამედ იმასაც, თუ ვისთან ერთად დაწექით“, – აცხადებს იგი.
ედუარდ სნოუდენი დროებით რუსეთში ცხოვრობს. მაისის დასაწყისში ბუნდესტაგის კომისიამ, რომელიც აშშ-ს და გერმანიის სპეცსამსახურების სკანდალის შესახებ გამოძიებას აწარმოებს, ედუარდ სნოუდენის მოწმის სახით დაკითხვა გადაწყვიტა. თუ სად დაიკითხება ამერიკული სპეცსამსახურების საქმიანობის გამომაშკარავებელი, ჯერჯერობით უცნობია.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=sOWKlr-GGgA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]