„მთელი დარჩენილი სიცოცხლე“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

22 მარტს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს სასწავლო სპექტაკლის, „მთელი დარჩენილი სიცოცხლის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, პიესის ავტორები არიან: ნინო სურამელაშვილი, ლაშა შანიძე.
რეჟისორები: სანდრო კალანდაძე, თათული გომართელი, მერი ბეროშვილი, გიორგი არაბული. მხატვარი – ქეთი ნადიბაიძე, მუსიკა – მუვა მარგიშვილი, ტექნიკური რეჟისორი – ნათია შალიკაშვილი.
მონაწილეობენ: სალომე მაისაშვილი, ანანო მახარაძე, ლიკა მაისურაძე, ნათია ფარჯანაძე, სოსო ხვედელიძე, გაგა შიშნიაშვილი, იაკო ჭილაია.
16 წლის მერი, 5 წლის წინ, უკვალოდ გაქრა – საქმის ძიება შეწყდა. გოგონა, ოფიციალურად, გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი მშობლების, საუკეთესო მეგობრებისა და მასწავლებლის ცხოვრება კი სამუდამოდ შეიცვალა. დანაშაულის გრძნობა მათთვის აუტანელ ტვირთად იქცა.
თემურ ჩხეიძის სახელოსნოს სპექტაკლში სისასტიკით, უსიყვარულობითა და უპასუხისმგებლობით სავსე სამყაროში, ადამიანები თვითგადარჩენისთვის იბრძვიან.
15 წლამდე მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები