ლუგანსკის ოლქის ტერორისტების დაკავებული მეთაური მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარია
ტერორისტების ჯგუფს, რომელიც 25 მაისს ლუგანსკის ოლქის ,,ნოვოაიდაროვის’’ რაიონში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას ცდილობდა, ე.წ. დონის კაზაკთა აქტივისტი, ვინმე ვ. მარეცკი მეთაურობდა. იგი, ამავდროულად, მოსკოვის საპატრიარქოს ერთი-ერთი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარია.
ამასთანავე, დაკავებულ ტერორისტთა 13 -კაციან ჯგუფს შორის ჯანსკოს პროკურატურის თვითგამოცხადებული თანამშრომელი ბ. საკლაკოვი აღმოჩნდა, – უკრაინის სახელმწიფო უშიშროების პრესცენტრზე დაყრდნობით გამომცემლობა Crime.in.ua იუწყება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 მაისს ტერორისტული ორგანიზაციის ,,ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის’’ წევრები ორ საარჩევნო უბანში შეიჭრნენ და საარჩევნო კომისიის წევრებს არჩევნების ჩაშლით ემუქრებოდნენ.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=k0kv9AqumkE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]