იტალიაში, საქართველოს მოქალაქემ, ერთი და იმავე სავაჭრო ქსელი სამგზის გაძარცვა

იტალიაში, ქალაქ მანტუაში, საქართველოს 19 წლის მოქალაქემ ერთი და იგივე სავაჭრო ცენტრი სამჯერ გაძარცვა. მან ტექნიკის მაღაზიიდან რამდენიმე ლეპტოპის მოპარვა სცადა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციის მიერ დაკავებულია საქართველოს 19 წლის მოქალაქე, თ.თ. როგორც ცნობილია, ის თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. 19 წლის დამნაშავე ცდილობდა, მაღაზიიდან ლეპტოპი მოეპარა და ქურთუკის ქვეშ დაემალა, მაგრამ ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლები მიხვდნენ და მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა ის ქურდობის ფაქტზე აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები