“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ვენეციის კომისიის დასკვნებს პირდაპირ პასუხობს”

“ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიის დასკვნებს, მოთხოვნებსა და ევროპულ სტანდარტებს პირდაპირ პასუხობს”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში მმართველი პარტიის მიერაა წარდგენილი, ვენეციის კომისიის მოსაზრებებს სრულად შეესაბამება.
„ჩვენ უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ჯგუფმა შეიმუშავა, პირდაპირ პასუხობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, მოთხოვნებსა და ევროპულ სტანდარტებს. დანარჩენი კრიტიკა რაც ისმის, არის პერსონალების კრიტიკა. არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალები ერთმანეთში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება. იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდურ რეჟიმში გაესაუბრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები