ფოთის მერიაში საგამოძიებო სამსახური შევიდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
ინფორმაციას ფოთის მერიაში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი და შესწავლა მიმდინარეობს.
„ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები