მალაიზიაში დაკარგული ბოინგის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

მალაიზიაში დაკარგული ბოინგის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელეს. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციამ, ბრიტანულ კომპანიასთან ერთად, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი “ბოინგ-777-ის” მარშრუტის თანამგზავრული მონაცემები გაავრცელა, რომელიც სამძებრო ზონის განსაზღვრას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება იმ ფონზე ხდება, როდესაც თვითმფრინავის მგზავრთა ნათესავები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოძიება უფრო გამჭვირვალე გახადონ. ლაინერის ბორტზე, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, 239 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები