სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის სწავლების საკითხით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მარნეულში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრსა და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას აღნიშნა, ქვემო ქართლის რეგიონს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალს ათვისება სჭირდებ, როგორც ტურისტული და ეკონომიკური, ასევე – კულტურული და ტურისტული განითრების მიმართულებით.
პრეზიდენტის განცხადებით, ისეთ მრავალეთნიკურ რეგიონში, როგორც ქვემო ქართლია, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ხელშეწყობა, რათა ეთნიკურმა უმცირესობება სწრაფად შეძლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.
„ის, რომ რეგიონში ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის ბავშვები, ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მშვიდობა, ერთმანეთის გაგება, პატივისცემა და ტოლერანტობა, რომელიც კავკასიის საერთო ფასეულობაა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ტოლერანტობის, როგორც ფასეულობის შენარჩუნება, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. ის, რომ ჩვენთან, ამ პატარა ქვეყანაში, შენარჩუნებულია მშვიდობა და სიყვარული, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ძალაა”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ “იუნესკო” ქართულ ტოლერანტობას, როგორც კავკასიის საერთო ღირებულებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.
„ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და ტოლერანტობის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ, რეგიონის მოსახლეობა – ცხოვრების საკუთარი  წესით, რომელიც მისაბაძი მაგალითია მსოფლიო საზოგადოებისათვის”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სტუმრობისას, ყურადღება ქართული ენის სწავლების გაძლიერების შესაძლებლობებზე გაამახვილა და, ამ მიმართულებით, მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

აღინიშნა, რომ, ამ ეტაპისათვის, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონული ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართულ ენას, სახელმწიფოს დაფინანსებით, 250 მსმენელს ასწავლის.
სოფლების მოსახლეობისათვის კი, რომლებსაც მარნეულში ჩასვლა არ შეუძლია, სკოლის მასწავლებლების მობილური ჯგუფები გაკვეთილებს ადგილზე ატარებენ. სკოლა, ქართული ენის სწავლების მიმართულებით, ქვემო ქართლში 2011 წლიდან მუშაობს და ქართული ენის სწავლებას აუდიოგაკვეთილებითაც ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები