თემქაზე, აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა-არის დაშავებული

0

თემქაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაშავდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულის ლითონის კონსტრუქცია დაზიანდა და ჩამოვარდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევა თემქის, მესამე მიკრორაიონის მეხუთე კვარტალში მოხდა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ბრიგადა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი