„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ – ნატო მარშანიას წიგნის წარდგენა გაიმართება
22 მარტს, 16.00 საათზე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში, ნატო მარშანიას წიგნის – „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე; მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.
პრეზენტაციის ფარგლებში, მოეწყობა ფოტოგამოფენა – „გარდასულ წელთა სახეები“, რომელზეც აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი.