ამერიკა უკრაინას დემოკრატიის განვითარებაში დაეხმარება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ოფიციალურ განცხადებაში უკრაინას პრაზიდენტის არჩევა მიულოცა და დაჰპირდა, რომ ვაშინგტონი შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას დემოკრატიის განვითარების პროცესში.
,,არჩევნების წარმატებით ჩატარება ცხადყოფს, რომ უკრაინა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით მიდის. ამერიკა აგრძელებს უკრაინელ ხალხთან და მათ ახლად არჩეულ პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან თანამშრომლობას, რათა დაეხმაროს მათ მიღწეული დემოკრატიის განვითარებაში“, – აღნიშნა ჯონ კერიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა მხარში ამოუდგება უკრაინელებს მათი მომავლის სწორად განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტაში, – „რომ უკრაინა იყოს ერთიანი, უსაფრთხო, დამოუკიდებელი და აყვავებული“.
ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა უკრაინის არჩევნების წინასწარი მონაცემები გაეროს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს მიულოცა. მან დამკვირვებელთა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებების მხრიდან აშკარა დაშინება და შიში ხელს უშლიდა ქვეყნის ორ რეგიონში ხმის მიცემას. არჩევნები ოკუპირებულ ყირიმშიც არ ჩატარებულა. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზებს ეძებს.