დავით ზალკალიანი საერთაშორისო სამაუწყებლო ბიუროს დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საერთაშორისო სამაუწყებლო ბიუროს დირექტორის მოადგილეს ჯეფრი ტრიმბლს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ასევე, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, უკრაინის მოვლენები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელსაც ივნისის ბოლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მოიტანს. ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, რათა საზოგადოების ფართო ფენებს დეტალურად მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.
საერთაშორისო სამაუწყებლო ბიუროს სამაუწყებლო კომპანიები 61 სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობენ და მის ქსელში შედიან ისეთი სამაუწყებლო კომპანიები, როგორიცაა: „ამერიკის ხმა”, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება” და სხვ.