არტ გალერეა რუსუდან გაჩეჩილაძის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
ხელოვანი, რომელიც ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად ითვლება და პროფესორი, რომელმაც სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე არაერთი თაობა აღზარდა: დღეს 82 წლის რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
80-მდე გრაფიკული და 30-მდე სკულპტურული ნამუშევარი „არტ გალერეაში“ ავტორის შემოქმედების ამსახველ ალბომთან ერთად წარადგინეს.