18 მარტი შოთა ნიშნიანიძის დაბადების დღეა

დღეს, პოეტი შოთა ნიშნიანიძე 90 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა  პოეტის ხსოვნას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  პატივი მიაგეს.
შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. 1954 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1964 წელს, გამომცემლობა „მერანის“ ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგეა.
1968-74 წლებში, იყო გამომცემლობა „მერანის“ ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1976-82 წლებში -ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში -საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში, რედაქტორობდა ჟურნალ „საუნჯეს”.
მან დაწერა  ოცი ბელეტრისტული პოემა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული „მე და შენ“  გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული, პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა.  1975 წელს  შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი გახდა.
შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები