ვახტანგ კახიძეს ლატვიელი დირიჟორისა და ქორმაისტერის ჯილდო გადაეცემა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კომპოზიტორსა და დირიჟორს, ვახტანგ კახიძეს, ლატვიელი დირიჟორისა და ქორმაისტერის ჯილდო გადაეცემა. ქართველი დირიჟორი „იან დუმინშის ხსოვნის მხარდაჭერის“ თანამეგობრობის ჟიურიმ საქართველოსა და მსოფლიოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შთაგონებისა და მასში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
ლატვიელი დირიჟორისა და ქორმაისტერის, იან დუმინშის სახელობის ყოველწლიური ჯილდო „შთაგონების ისტორია“ დირიჟორებს, გუნდებს, მევიოლინოებსა და მომღერლებს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისა და განვითარებისთვის 2015 წლიდან გადაეცემა.
დაჯილდოების ცერემონია 30 მარტს, ლატვიაში, საგუნდო სიმღერის ღონისძიების დროს შედგება.
წყარო:„1 tv.ge“