„ოთარ ჭილაძის პოეტური მაგია“ – მწერლის დაბადების დღის აღსანიშნავი საღამო გაიმართება
20 მარტს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ოთარ ჭილაძის საღამო – „ოთარ ჭილაძის პოეტური მაგია“ გაიმართება.
20 მარტს, დიდ ქართველ მწერალს, პოეტსა და ესეისტს ოთარ ჭილაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
როგორც „კვირას“ ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „აველუმიდან“ აცნობეს, ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნად გაიმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება მწერლის ხსოვნის გადარჩენას ქართულ ლიტერატურაში.
ოთარ ჭილაძის პოეზიის შესახებ ვრცლად ისაუბრებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია.
ოთარ ჭილაძის ლექსებს წაიკითხავენ პოეტები, მხატვრული კითხვის ოსტატები.