ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში აღინიშნება
25 მარტს, 20:00 საათზე, ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებლის, მსახიობისა და რეჟისორის ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში აღინიშნება.
როგორც „კვირას“ პანტომიმის თეატრიდან აცნობეს, ფოიე 54 წლის ისტორიის ფოტოების გამოფენას და შალიკაშვილის წიგნის წარდგენას უმასპინძლებს. სცენაზე გაიმართება შალიკაშვილის ბოლო სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“. მაყურებელი იხილავს ამირან შალიკაშვილს რუსთაველის როლში…
„არ გამოტოვოთ ერთადერთი საღამო, რომელიც ეძღვნება მთელს საქართველოს“, – აცხადებენ თეატრში.
ამირან შალიკაშვილი 79 წლის ასაკში, 2018 წლის ნოემბერში, გარდაიცვალა, ის პირველი საზოგადო მოღვაწეა, რომელიც მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაიკრძალა.