ფოლკლორის ცენტრში კოლხური ტრადიციული რეწვის ზუგდიდელი ოსტატების გამოფენა გაიხსნება

 18 მარტს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში, კოლხური ტრადიციული რეწვის თვრამეტი ზუგდიდელი ოსტატის გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოიფინება ხალხური რეწვის ოსტატების – თენგიზ მიქენაიას, ვახტანგ კუტალიას, ნუგზარ შოგირაძეს, გიზო ხაზალიას, მანონი მაქაცარიას, ლეილა ხურციას, ნანა გაბრავას, ქეთევან ფარჯიანის, ირინა ყორშიას, მარინე ქარდავას, ირინე სოსელიას, ხათუნა ჭანტურიას, ორესტი სიჭინავას, რობერტ აბსანძეს, როზეტა ფელანგიას, ჟანა თოდუას, ასმათ ფანცულაიასა (დედა ბარბარე) და ირინა მიქავას საეკლესიო ღვთისმსახურებისა და იკონოგრაფიის ნიმუშები – ჯვარცმა, ხატები; ხესა და ქვაზე კვეთილობა, ტექსტილი, ქარგულობა, ქვილთი, თექა, მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა, ხალხური საკრავები – ჩონგური, ფანდური, დოლი და სხვა.
ღონისძიებაში ზუგდიდის ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია” მონაწილეობს, რომელიც მეგრულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებს.

გამოფენა 22 მარტს, 19:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები