ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა

ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში საგამოძიებო სამსახურების მიერ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცა და ბელგიის გენერალური პროკურორი გამოიძიებს. იდენტიფიკაციის და გარდაცვლილთა ნაციონალობის გათვალისწინებით, აგრეთვე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე საქმე უმაღლეს საგამოძიებო ინსტანციას გადაეცა, რომლის კომპეტენციაშიც ტერორისტული და საერთაშორისო დანაშაულების გახსნა შედის. დანაშაულის მსხვერპლი ებრაელი წყვილი აღმოჩნდა.
უცნობმა მამაკაცმა ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში უმისამართო კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მეოთხე კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბელგიის ანტისემიტიზმის ლიგის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 24 წლის ბელგიის მოქალაქე გარდაიცვალა.
ადგილობრივი გაზეთის ცნობით, დამნაშავეს ჩანთაზე კამერა ჰქონდა მიმაგრებული, შესაძლოა, მომხდარი ამბის გადასაღებად. ბელგიის პოლიციამ მის მიერ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ დანაშაული ანტისემიტიზმის ნიადაგზე იქნა ჩადენილი. იასრაელის პრემიერ- მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ბრიუსელს საქმის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები