სალომე ზურაბიშვილი: ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის

“ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ჩემი ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში ჩავა და ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით, სამძიმარს გამოუცხადებს. ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას“, – წერს ზურაბიშვილი.

ირაკლი კვარაცხელია გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ორი დღის წინ გადმოასვენეს. ცხედრის გარეგნული დათვალიერებითა და ექსპერტის პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ყელის არეში სტრანგულაციური ხაზი აღენიშნებოდა. მას კვირას სენაკში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები