„ჰოჲ საყურეო“ – ეკატერინე ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართება
18 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ეკატერინე ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოს „ჰოჲ საყურეო“… უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ლიტერატურულ საღამოზე პოეტები, საკუთარ ლექსებთან ერთად, ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ლექსებს წაიკითხავენ.
ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობენ პოეტები: ეთერ თათარაიძე, მარიამ პაპიაშვილი, იოსებ მაჭარაშვილი, ვასილ ბოსტაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი.
საღამოს უმასპინძლებს პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, ბარათაშვილის პრემიის ლაურეატი ქეთევან შენგელია.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.