საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.
ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება.
მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნას დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება.
საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები