ნინო წილოსანი შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ნინო წილოსანმა შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებთან კახა დემეტრაშვილთან და Twinning-ის პროექტში მონაწილე ავსტრიის და სლოვენიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, მხარეებმა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის შემუშავების და ამ პროცესში, ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინების შესახებ იმსჯელეს.
„პროცესი, რომელიც შესყიდვების სააგენტოს აქვს დაწყებული არის მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს. ისინი მუშაობენ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან რეკომენდაციას ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და რომელიც ადაპტირებული იქნება ჩვენს რეალობასთან”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ, შესყიდვებთან დაკავშირებით თემატურმა მომხსენებელმა ნინო წილოსანმა.
მხარეები, სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ნინო წილოსანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დარგობრივი კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული კანონების შემუშავების და საბოლოოდ მისი პარლამენტში წარდგენის პროცესში.
„დავგეგმეთ, რომ აუცილებლად გავაკეთებთ სასწავლო ტურებს და სამუშაო შეხვედრებს დარგობრივი კომიტეტის წევრებთან (როგორც წამყვანი კომიტეტი ამ მიმართულებით) ასევე, კომიტეტის აპარატთან ერთად, რაც იქნება ძალიან კარგი პრაქტიკა იმისა, რომ სანამ კანონი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება ის იქნება ერთობლივი მუშაობის პროდუქტი პარლამენტისა და შესყიდვების სააგენტოს მხრიდან”, – განაცხადა საკითხთან დაკავშირებით თემატურმა მომხსენებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები