„ლეონარდო და ვინჩის ისტორიული როლი რენესანსის ჩამოყალიბებასა და ევოლუციაში” – გოგი ხოშტარიას ლექცია გაიმართება
15 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართება. გოგი ხოშტარია წაიკითხავს ლექციას: „ლეონარდო და ვინჩის ისტორიული როლი რენესანსის ჩამოყალიბებასა და ევოლუციაში”.
ეს არის მორიგი ლექცია ლექციათა ციკლიდან: „ლეონარდო – Opera Omnia“, რომელიც ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის, გამომგონებლის, ინჟინერისა და მეცნიერის – ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.