„30-იანი წლების რეპრესიები – ევგენი მიქელაძე“ – საჯარო ლექცია გაიმართება
16 მარტს, 18 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ოპერა „ლატავრას“ პრემიერის დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია „30-იანი წლების რეპრესიები – ევგენი მიქელაძე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ლექცია დირიჟორის ხსოვნას მიეძღვნება.
ევგენი მიქელაძე 1937 წლის 4 ნოემბერს, „ლატავრას” გენერალური რეპეტიციის შემდეგ, თბილისის ოპერის თეატრში დააპატიმრეს, „ხალხის მტრად’’ გამოაცხადეს და დახვრიტეს. მის ნაცვლად ოპერას შალვა აზმაიფარაშვილმა უდირიჟორა.
საღამოს უმასპინძლებს მუსიკის მცოდნე მანანა კორძაია, რომელიც ისაუბრებს ქართველი დირიჟორის ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.