ლიტერატურის მუზეუმში პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექცია გაიმართება
15 მარტს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ირაკლი ხვადაგიანის ლექცია გაიმართება დამფუძნებელი კრების შესახებ. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექცია პარლამენტარიზმის 100 წლისთავს მიეძღვნება.