„პრეზიდენტმა დროული და გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო“
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერს გადაეცა. როგორც კოჟორიძემ განმარტა, აღნიშნული მომავალში პრეზიდენტსაც და სახელმწიფოსაც თავიდან ააცილებს მსგავსი ტიპის გაუგებრობებს.
“წინა დღეებში გაკეთებული განცხადებები რომ შევაჯამოთ, ძირითადად, გამოიკვეთა ის აზრი, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა – სპეციალისტების უმრავლესობას ასეთი აზრი აქვს. თუმცა, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ პრემიერი აწერს ხელს, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მომავალში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობ, პრეზიდენტმა დროული და გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა კონსტიტუციით მინიჭებული მისი უფლებამოსილება ერთჯერადად დაუთმო პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.