ირანელი მსახიობი კოცნის გამო შესაძლოა, დასაჯონ

ირანელი მსახიობი კანის კინოფესტივალზე კოცნის გამო შესაძლოა, შარიათის კანონით დაისაჯოს. მსახიობ ლეილი ჰატამის კოცნა ირანში კვლავ მსჯელობის საგანია. შარიათის კანონის თანახმად, ქალს არ აქვს უფლება, მამაკაცს შეეხოს, თუ ქალბატონი მამაკაცის ოჯახის წევრი არ არის. სტუდენტთა ჯგუფმა ირანში სასამართლოს მიმართა, რომ მსახიობი 50 დარტყმით დაისაჯოს იმის გამო, რომ კანის კინოფესტივალის დაჯილდოებაზე მან კინოფესტივალის დირექტორი ჟილია იაკოვა გადაკოცნა. სტუდენტთა თქმით, მსახიობმა ამ  საქციელით მორწმუნეებს შეურაცხყოფა მიაყენა.
თუკი სასამართლო მიიღებს მსახიობის დასჯის გადაწყვეტილებას, მას 50 დარტყმა ემუქრება. კინოფესტივალის დირექტორმა კი ამ ამბის შემდეგ გადაწყვიტა, მსახიობს დაეხმაროს. იგი განცხადებით გამოვიდა, რომ ლოყაზე კოცნა დასავლეთის კულტურაში ტრადიციულად ითვლება და არ შეიძლება კოცნა დავის საგანი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები