ბათუმში მხატვრისა და პოეტის, თამარ ლომიძის საიუბილეო საღამო გაიმართება
15 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, მხატვრისა და პოეტის, თამარ ლომიძის საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში თამარ ლომიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება, ხოლო ბიბლიოთეკაში მისი პოეზიის საღამო 18 საათზე დაიწყება.
„ამ ყველაფერს ჩემი და სვენის 50 წლის იუბილეს ვუძღვნი“, – განუცხადა „კვირას“ თამარ ლომიძემ.
გამოფენა აჭარის მუზეუმში 30 მარტამდე გასტანს.