ნიგერიაში გატაცებული სკოლის მოსწავლეების ადგილსამყოფელს მიაკვლიეს
ნიგერიის სამხედრო შტაბის უფროსი ამტკიცებს, რომ მისი არმიისთვის ცნობილია, თუ სად იმყოფებიან ისლამური სექტის ,,ბოკო ხარამის“ წევრების მიერ გატაცებული სკოლის მოსწავლეები. იგეგმება ბავშვების განთავისუფლების ოპერაცია ძალის გამოუყენებლად. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარშალმა ალექს ბადეხმა აცნობა და იქვე განმარტა, რომ ტყვეების ადგილსამყოფელს მათივე უსაფრთხოების გამო არ ამხელენ.
,,კარგი ამბავი გოგონებისთვის ის არის, რომ ჩვენ ვიცით მათი ადგილსამყოფელი“, -აცხადებს მარშალი.
ისლამური სექტის ,,ბოკო ხარამის“ წევრებმა ნიგერიელი გოგონები 7 კვირის წინ გაიტაცეს. 223 ბავშვი დღემდე ტყვეობაში იმყოფება. საერთაშორისო თანამეგობრობამ გააკრიტიკა მომხდარი ამბავი და მხარდაჭერა გამოუცხადა ნიგერიას. სამძებრო საუშაოებში აშშ-ის სამხედროები მონაწილეობდნენ.