მარნეულის ყოფილი მერი გაცდენილი პერიოდის ხელფასის, 32 ათასის ანაზღაურებას ითხოვს

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისგან გაცდენილი პერიოდის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. საუბარია 32 000 ლარზე.
აბაზოვის განცხადება ცნობის სახით მარნეულის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. განცხადებას საკრებულო მერიას ხვალ გადაუგზავნის
როგორც “კვირას” მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ განუცხადა, მერიის სათანადო სამსახურები აბაზოვის განცხადებას განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“მერიაში აბაზოვის განცხადება საკრებულოდან ჯერ არ გადმოგზავნილა, საკითხზე ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონმდებლობის ჩარჩოებში იმსჯელებენ, განიხილავენ რამდენად საფუძვლიანია, კანონიერია აბაზოვის მიმართვა და შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანენ, დაუკმაყოფილონ თუ არა მას განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნა”, – განუცხადა “კვირას” ზაურ ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, რომ შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ თემურ აბაზოვი გასული წლის დეკემბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიმდინარე წლის თებერვალში მარნეულის საკრებულომ აბაზოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა.ის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები