სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდთან შეხვედრა გამართა.
„შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ აღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილებით. გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო“,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე და ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები