კახა კალაძე: თბილისში 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლები კიდევ 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. როგორც მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 18 ოჯახი ჭიჭინაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ერთი – ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ერთი კი, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში.
„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ფართების დაკანონება, როდესაც ადამიანები წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ძალიან ბევრ ოჯახს მივეცით შესაძლებლობა და დავუკანონეთ ფართები. დღეს კი, დაახლოებით, 20 ოჯახს გადაეცემა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი სახლები. 18 ოჯახი ჭიჭინაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ერთი – ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ერთი კი, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები