ანა კორძია-სამადაშვილის ახალი რომანის – „ზინკა ადამიანის“ წარდგენა გაიმართება

14 მარტს, 18:30 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, ანა კორძია-სამადაშვილის ახალი რომანის – „ზინკა ადამიანის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ლიტერატურის მუზეუმიდან აცნობეს, რომანზე თავად ავტორი და რედაქტორი, მწერალი დათო გაბუნია ისაუბრებენ.
ანა კორძაია-სამადაშვილის ახალ რომანში „ზინკა ადამიანი“ დაუჯერებელი ამბების მომსწრე გახდებით. წიგნის მთავარი გმირები ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, მისი განუყრელი აკორდეონი რავიატა და შვილიშვილი ზინკა, ალექსიზე უიმედოდ შეყვარებული თამარა და თბილისელი „ლამაზები“ – დათა და კოტე არიან. თბილისის ძველ უბანში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში მცხოვრები ალექსის, მისი შვილიშვილისა და მეგობრების სევდიანი იუმორით გაჯერებულ ისტორიებში  ნაცნობი წარსულის რეალური ამბები ირეკლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები