სირიაში საქართველოს მოქალაქე ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიაში საქართველოს მოქალაქე ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაცით, ბორჩაშვილი თურქეთის გავლით სირიაში სამი წლის წინ წავიდა.
მანამდე კი თელავის უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობაზე სწავლობდა. როგორც ცნობილია ამირან ბორჩაშვილმა საქართველო 2015 წელს ბიძაშვილთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად დატოვა.
სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები