კახა ქორიძე: ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი

ჩემი პოზიცია არის ერთადერთი და სწორი. უნდა დადგინდეს, ვინ არის სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე, – ამის შესახებ მსახიობმა კახა ქორიძემ დღეს საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ქორიძის თქმით, საქართველოს სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკია.
“ჩემი პოზიცია არის ერთადერთი და სწორი. უნდა დადგინდეს, ვინ არის სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკივდრე – ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი – ეს მეცნიერულად დასაბუთებულია”, – განაცხადა ქორიძემ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურიანი საქმე განიხილება. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, ვის ეკუთვნის არარსებული სამეფოს ტახტი და რომელი შტოა ჭეშმარიტად მეფური წარმომავლობის ბაგრატიონ-გრუზინკების თუ ბაგრატიონ-მუხრანელების.
სასამართლომ პროცესი ისტორიკოსების გამოკითხვით დაიწყო.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები