კახეთში, უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლის მაშველი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები