“დნმ-ის კვლევით დადგინდა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის სიხარულიძეა”

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტს, რომელი შტოა ნამდვილად მეფური წარმომავლობის.
​როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დნმ-კვლევის თანახმად, ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა.
“სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ დნმ-კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლონ, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია”, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.
დღეს მოსარჩელე მხარეს სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წარმოადგენდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს.
„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა“, – ამბობს ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები