პროექტს „ღირსეული სიბერე” ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2019 წელსაც დააფინანსებს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პრეზიდენტმა, იულია ხარაშვილმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
„ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირსეული სიბერე” ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს“,- აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, დაბა კაზრეთში დღის ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები