სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა

საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2018 წლის IV კვარტლისა და გასული წლის წლიური წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IVკვარტალში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (62.4%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წელი მზარდია – 2016 წელს 8.4 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს 12.4 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება, 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 3.6 მლნ აშშ დოლარით (28.7%) აღემატება.
ცნობისთვის, 2018 წლის დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები