გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ

სამართალდამცველები გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ.
გორის მე-3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სახლიდან გუშინ, ნაშუადღევს გავიდა და ამ დრომდე, არ გამოჩენილა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მეზობელ უბანში ბებიასთან სტუმრად წავიდა, თუმცა იქ არ მისულა.
ოჯახის წევრებმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს დღეს მიაწოდეს.
„კვირასთან“ საუბრისას სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ამასთან, სკოლაში 15 წლის ბიჭს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი სხვა დროს არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები