„თი-ბი-სიში“ სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

„თი-ბი-სი“ დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სესხის შენატანის დაზღვევას სთავაზობს. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტის სესხის შენატანს 6 თვის განმავლობაში „თი-ბი-სი“ დაზღვევა გადაიხდის.

დაზღვევის შეძენა 4 ლარიდან არის შესაძლებელი და ის მაქსიმუმ 500-ლარიან ყოველთვიურ შენატანს დაფარავს. სესხის დასაზღვევად აუცილებელია, მომხმარებელი იყოს მინიმუმ 25 წლის და ბოლო 1 წლის მანძილზე ქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში.

“თი-ბი-სი” დაზღვევაში სესხის შენატანის დაზღვევის, ისევე როგორც იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტოსესხისა და განვადების დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ, “თი-ბი-სი” დაზღვევის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

 

R

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები