ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება

16-17 მარტს,  ბათუმში პოლონური კინოს დღეები – „პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – პოლონეთის ისტორია კინოშედევრებში“ გაიმართება.
ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკისა და იან კომასას ფილმები.

16 მარტი

„მარმარილოს კაცი“, ანჟეი ვაიდა. 16 საათი;

„პიანისტი“, რომან პოლანსკი. 19 საათი;

„ფერფლი და ალმასი“, ანჟეი ვაიდა. 22 საათი.

17 მარტი

„აღთქმული მიწა“, ანჟეი ვაიდა. 16 საათი;

„ვარშავა 44“, იან კომასა. 19:30 საათი;

„ვოლჰინია“, ვოსიეჟ სმარზოვსკი.  22 საათი.

პოლონური კინოს დღეები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზებითა და „ფოლიშ ფილმ ფრომოუშენის“ მხარდაჭერით იმართება. კინოჩვენებები გაიმართება თეატრში – „ახალი სცენა“. მისამართი: ბათუმი, ა. მელაშვილის 32. ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები