ლონდონის წიგნის ბაზრობა დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ლონდონის წიგნის ბაზრობა დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით (5 D118) წარდგება და ​სტენდზე გამოიფინება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი წიგნები.
ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებთან და პარტნიორებთან. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2013 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს.

ლონდონის წიგნის ბაზრობა 14 მარტს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები