„ყველაზე ინტერაქტიული სახელოსნო” – კონკურსის დაჯილდოება გაიმართება
13 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში კონკურსის „წლის საუკეთესო ოსტატი 2018 – ყველაზე ინტერაქტიული სახელოსნო ” გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმების მეგობრობის ასოციაციის ხელშეწყობით ტარდება და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ცენტრების – სახელოსნოების წახალისებასა და მათ ხელშეწყობას.
ღონისძიების მეორე ნაწილში ასევე დაანონსდება ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი. ღონისძიების მიზანია, ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია, ტრადიციული ხელოსნობის დარგებისა და სახელოსნოების ინსიტიტუტის აღდგენის ხელშეწყობა და სახელოსნოების, როგორც ტურისტული ატრაქციის წარმოჩენა.
მისამართი: შალვა დადიანის №28.